ვიზა
დანიის საელჩოს საქართველოში არ აქვს სავიზო განყოფილება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, დანიაში გასამგზავრებლად შენგენის ვიზისთვის სავიზო განაცხადის შესატანად უნდა მიმართონ ესტონეთის საელჩოს საქართველოში ან ლატვიის საელჩოს სომხეთში.
ბინადრობის ნებართვისა და სხვა ტიპის ვიზის მისაღებად დანიის, გრინლანდიის ან ფაროეს კუნძულებზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დანიის სხვა მისიას რეგიონში, რომელთაც აქვთ სავიზო განყოფილება, როგორიცაა დანიის საელჩო ანკარაში ან თეირანში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ ვის უნდა მიმართოთ დანიის ვიზის მისაღებად, იხილეთ შემდეგი ბმული: Where to apply for a visa or residence permit (um.dk)
დანიის მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებსაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა დანიაში, და შეუწყდათ ან დაკარგეს ბინადრობის ნებართვა, დახმარებისთვის უნდა დაუკავშირდნენ დანიის სხვა მისიას რეგიონში.
თუ გსურთ განაცხადის შევსება, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: Where to apply for a visa or residence permit (um.dk)
შენიშვნა, საელჩოს შეუძლია საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი მოსაკრებელი დააკისროს. დამატებითი ინფორმაციისთვის და საკომისიოების სიისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბბულს: Payment for Services (um.dk)
ინფორმაცია საქართველოში დანიის საელჩოსა და საელჩოს სამუშაო საათების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: About-Us